ყვავილები
ვარდი
ვარდი (ლათ. Rosa) — მცენარის გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. ცნობილია დაახლოებით 400 ველური სახეობა (ასკილი), რომლებიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. საქართველოში 25-მდე სახეობაა. ვარდი მარადმწვანე ან ფოთოლმცვენი ბუჩქია, რომლის სიმაღლე 15 სმ-იდან 2 მ-მდე აღწევს. ზოგიერთ სახეობას გრძელი (10-12 მ-მდე) ხვიარა ტოტები აქვს, ღერო დაფარულია ეკლებით. ფოთოლი კენტფრთისებრია, ღეროზე მორიგეობით განლაგებული. ყვავილი მარტივია ან ბუთხუზა (2-15 სმ დიამეტრის), არომატული ან უსუნო; ფერად ვარდისფერი, წითელი, თეთრი, ყვითლი, ნარინჯისფერი ან იასამნისფერი. შეკრებილია ქოლგისებრ-საგველა ყვავილედებად ან ერთეულია. ნაყოფი ერთთესლიანი ტიტა ტიტა — მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი შროშანისებრთა ოჯახისა. აქვს კვერცხისებრი ან მომრგვალო ბოლქვი, ცილინდრული, სწორმდგომი ღერო, რომლის სიმაღლე 6—50 სმ აღწევს, ზედ 2—6 ოთოლია. ღეროზე უვითარდება ერთი (ან რამდენიმე) ღია ფერის ყვავილი, რომელიც მზიან ამინდში გადახსნილია, ხოლო ღამით — დახურული. ჯვარედინმტვერიაა. ნაყოფი სამწყნაგიანი კოლოფია,თესლი ბრტყელია, მოყავისფრო ყვითელი. ტიტა მრავლდება თესლით, კულტურაში — თესლითა და ბოლქვაკებით. გვარში 140 სახეობაა. საქართველოში ქართლის რაიონებში ტიტას 2 სახეობა ხარობს — Tulipa Eichleri დაTulipabieberstenianna. ამჟამად კულტურაშია ველური სახეობებისაგან მიღებული 4000–ზე მეტი ჯიში. ტიტას ყვავილი სურნელოვანია, ზოგიერთი ჯიშის გარდა. ყვავილობს საშუალოდ 15 დღეს,